11:48:56     06-06-2014
როგორ მოვამზადოთ შოკოლადი "ნუტელა"
ასაკის მიუხედავად, ყველას ძალიან უყვარს ნუტელას სასუსნავი. იცოდით თუ არა, რომ მისი დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებშიც კი, საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი მონდომება და დრო. ამ წესით დამზდებულ პურზე წასასმელ გემრიელობას აქვს ერთი ძალიან კარგი მხარე. მასში არ იქნება სხვადასხვა სახის კონსერვანტები და არომატიზატორები, როგორც წესი ისინი გამოიყენება რათა პროდუქტმა გაძლოს დიდხანს გასაყიდ დახლზე. თუ გიყვართ შოკოლადის ტკბილეულობა და გადაწყვიტეთ სცადოთ მისი გაკეთება გადადით ინსტრუქციაზე.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
* კაკაო - 4 სადილის კოვზი
* კარაქი - 1 შეფუთვა
* ვანილი
* შაქრის პუდრა - 0,5 ჭიქა
* მშრალი რძე - 3 სადილის კოვზი
* რძე - 150 მლ.
* მიწის თხილი - 4 სადილის კოვზი
საფეხურები
1. მოიმარჯვეთ საჭირო ინგრედიენტები და ჭურჭელი, რომელშიც დაიწყებთ მომზადებას. აიღეთ კაკაო, ვანილი, შაქრის პუდრა და მშრალი რძე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ შაქრის პუდრა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი შაქარი, მშრალი რძის უქონლოგის შემთხვევაში კი მისი ჩანაცვლება შეიძლება ხორბლის ფქვილით. რათქმაუნდა ინგრედიენტების ცვლილებები აისახება ნუტელას გემოზე.
როგორ მოვამზადოთ შოკოლადი "ნუტელა"
2. აიღეთ რძე და დაიწყეთ ჭურჭელში ჩასხმა, ამასთან ერთად ურიეთ შეუწყვეტლივ. ეს პროცედურა გააგრძელეთ რამოდენომე წუთის მანძილზე, სანამ ყველა შემავალი ინგრედიენტი არ გაიხსნება კარგად რძეში. ამ გზით თქვენ მიიღებთ შოკოლადის სითხეს.
როგორ მოვამზადოთ შოკოლადი "ნუტელა"
3. ჩვენი შემდეგი მიზანია მასის ქვაბში გადასხმა. აკურატულად გადაასხით ის ქვაბში, მოათავსეთ ქვაბი დაბალ ცეცხლზე. არ შეწყვიტოთ მორევა, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნაზავი მიეკროს ქვაბს, იყავით ყურადღებით.
4. გადავდივართ შემდეგ ინგრედიენტზე. აიღეთ თხილი და დაფქვით. დაფქვის შემდეგ მოათავსეთ ქვაბის მასაში, რომელიც უკვე უნდა დაემსგავსოს პასტას. თხილის შემდეგ აიღეთ 1 შეფუთვა კარაქი და დაამატეთ. კარაქის დამატების შემდეგ მასა საგრძნობლად გასქელდება. გააგრძელეთ მორევა.
როგორ მოვამზადოთ შოკოლადი "ნუტელა"
5. მას შემდეგ რაც კარაქს და თხილს კარგად აურევთ, მიიღებთ სქელ მასას, დალოდეთ 1-2 წუთი მაინც და შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. აცადეთ სანამ კარგად გაცივდება ის და შეგიძლით მიირთვათ ნუტელა.
როგორ მოვამზადოთ შოკოლადი "ნუტელა"
წყარო: rogor.ge
0