გორში ნაპოვნი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა - რა ვერსიები აქვს პოლიციას და ოჯახს? გორში ნაპოვნი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა - რა ვერსიები აქვს პოლიციას და ოჯახს? />


  13:39:39     05-06-2014

გორში ნაპოვნი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა - რა ვერსიები აქვს პოლიციას და ოჯახს?

a30255.jpg

გორში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი 14 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. დაზიანებების სიმძიმის გამო ახალგაზრდა გორის საავადმყოფოდან “იაშვილის კლინიკაში” გუშინ გადმოიყვანეს.

ექიმ-რეანიმატოლოგ ლიკა მოხევიშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„გოგონა იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, მას მრავლობითი დაჟეჟილობა და ტრამვა აღენიშნება, ბარძაყის და წვივის ძვალი მოტეხილი აქვს, აღენიშნება ორმაგი პნევმო თერაქსი, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“,- აცხადებს ექიმი.  

ცნობისთვის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა, 3 ივნისს სტალინის სახლ-მუზეუმთან მდებარე კორპუსის სადარბაზოს წინ ადგილობრივმა მამა-შვილმა იპოვა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

შს სამინისტროში, მომხდარის გამო გამოძიება 115 მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ გოგონას ახლობლები. ამის არგუმენტად მათ სხვადასხვა გარემოება მოჰყავთ. მათი ვარაუდით გოგონა მაღალი სართულიდან გადმოაგდეს, ამას კი მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის ფორმა ადასტურებსო. გარდა ამისა გოგონას ახლობლების თქმით, "მოზარდს, ყელზე ორმაგად ჰქონდა კანაფის ძაფი გაჭერილი მოსახრჩობად".  

14 წლის მოზარდი, გორის მე-12 სკოლააში სწავლობდა, თუმცა მიმდინარე წლის მარტში მან საბუთები გაიტანა და საკუთარი სურვილით დატოვა სკოლა.

სკოლის დირექტორი რუსუდან ლომაძე ამბობს, რომ გოგონა სკოლიდან „შატალოს“ მოწყობის გამო არ გაურიცხავთ, როგორც ეს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში, ბავშვმა საბუთები გაიტანა სკოლიდან, იმ მიზნით, რომ სწავლა სასურველ სკოლაში გაეგრძელებინა“,- განაცხადა ლომიძემ. სკოლის დირექტორი, მოზარდს საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლედ ახასიათებს. 


„ეს ბავშვი, გარეგნობით ნამდვილად გამოირჩეოდა, უკონფლიქტო, მოწესრიგებული გოგონაა, საშუალო აკადემიური მოსწრებით, უჭირდა ტექნიკური საგნები“,- დასძინა გორის მე-12-ე სკოლის დირექტორმა. 0

ავტორი: