22:00:08     04-06-2014
"ნავები" წიწაკისგან
მასალა:
-კრაბის ჩხირები -120 გრამი;
-დამუშავებული ყველი-100გრამი;
-მოხარშული კვერცხი-2ცალი;
-ტკბილი წიწაკა - 2 ცალი;
-კიტრი - 1 ცალი;
-ბოლოკი-8 ცალი
-მწვანე ხახვი - 1 კონა;
-კამა დაჭრილი - 1ს/კ;
-მაიონეზი - 2 -ს/კ;
-არაჟანი - 2 -ს/კ;
-მოხარშული ბრინჯი -2-ს/კ;
-შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კრაბის ჩხირები,კვერცხი, კიტრი,კამა წვრილად დავჭრათ,შევურიოთ გახეხილი ყველი და ბრინჯი.
შევაზავოთ მარილით, პილპილით და გავაკეთოთ ნაზავი მაიონეზით და სმეტანით.
წიწაკა გავჭრათ ისე რომ მიიღოს ნავის ფორმა, გავასუფთავოთ თესლისგან,ფარში ისე ჩავდოთ,რომ ნავს დავუტოვოთ ნაპირები.
ბოლოკები გავასუფთავოთ და დავსვათ "მეზღვაურებად",ხოლო ხახვის ფოჩებით გავაკეთოთ "ნიჩბები".