00:23:56     04-06-2014
სწრაფად მოსამზადებელი ვარენიკები

ინგრედიენტები:
ხაჭო
200 გ
კვერცხი
1
შაქარი
50 გ
ფქვილი
150 გ
მარილი
მწიკვი
ხაჭოს შევურიოთ შაქარი, ფქვილი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ და
მიღებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, თითოეულს მივცეთ ძეხვის ფორმა. დავჭრათ
პატარა ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილიან მდუღარე წყალში.
როცა ვარენიკი ზედაპირზე ამოტივტივდება, კიდევ 4-5 წუტი ვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ და არაჟანთან ერთად მივირთვა.
0