აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო პოზიციების გასამყარებლად ერთ მილიარდს გამოყოფს აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო პოზიციების გასამყარებლად ერთ მილიარდს გამოყოფს />


  17:07:03     03-06-2014

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო პოზიციების გასამყარებლად ერთ მილიარდს გამოყოფს

a30207.jpg

„ბი-ბი-სი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკა ერთ მლრდ. დოლარს გამოყოფს იმისათვის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სამხედრო პოზიციები გაამყაროს. 

ამის შესახებ განცხადება, აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში გააკეთა. აქ ის, თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება და  პოსტკომუნისტურ პოლონეთში გამართული პირველი თავისუფალი არჩევნების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. 

პოლონეთის პრეზიდენტთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ვარშავაში, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ახალ პროვოკაციულ ქმედებებს აუცილებლად მოჰყვება დასავლეთის საპასუხო ნაბიჯები და მათ შორის, ახალი სანქციების სახითაც. 

ობამამ ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკა მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას დემოკრატიის გზაზე“. 

„არ მგონია, რომ უკრაინამ არჩევანი უნდა გააკეთოს დასავლეთთან კარგ ურთიერთობებსა და რუსეთთან კარგ ურთიერთობებს შორის“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა და იქვე დასძინა - „რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა რათა დაარწმუნოს უკრაინაში მოქმედი პრორუსი სეპარატისტები, რომ იარაღი დაყარონ“. 

0

ავტორი: