17:57:42     18-02-2011
თავდაცვის კომიტეტი, ავღანეთში არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის გაგზავნას მხარს უჭერს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ავღანეთში, არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის გაგზავნას დაეთანხმა.
კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართულ სამხედრო კონტინგენტს არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი დაემატოს.
საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რათა პარლამენტმა თანხმობა განაცხადოს და ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, საფრანგეთის კონტიგენტის შემადგენლობაში, დამატებით არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი გაიგზავნოს.
2009 წლის 6 აგვისტოს პარლამენტის დადგენილებით, პარლამენტმა თანხმობა გამოხატა, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, აშშ-ს კონტიგენტში – ერთი ქვეითი ბატალიონისა და თურქეთის კონტიგენტში – ორი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობაზე.
მომავალ კვირას, პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვაზე პარალამენტის სხდომაზე იმსჯელებენ. პარლამენტის თანხმობის შემდეგ, ავღანეთში არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი გაიგზავნება.
0