ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი დიპლომატები ჩურკინის წინააღმდეგ ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი დიპლომატები ჩურკინის წინააღმდეგ />


  13:23:06     03-06-2014

ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი დიპლომატები ჩურკინის წინააღმდეგ

a30194.jpg

უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რეზოლუციის პროექტი წარადგინა. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის თქმით, რეზოლუცია მიმართულია უკრაინაში ძალადობის სასწრაფო შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისაკენ. 

„ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიუროს ცნობით, ჩურკინმა განაცხადა: 

„უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ჩვენ, უკრაინაში შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებული დოკუმენტის პროექტი წარვადგინეთ“, - აღნიშნა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა და იქვე დასძინა, რომ „დოკუმენტი პოლიტიზებული არ არის“. 

ამ დოკუმენტის გამო, დასავლელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთი ფარისევლობაში დაადანაშაულეს. 

გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის, მარკ ლაილ გრანტის თქმით, „ჰუმანიტარულ ასპექტებზე დაფუძნებული დოკუმენტი ვერ იქნება ადექვატური რეაქცია იმაზე რაც უკრაინაში ხდება“.  

ბრიტანელი დიპლომატის განცხადებით,  „საჭიროა გვახსოვდეს, რომ უკრაინული კრიზისი გამოწვეულია პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებით და არა, ჰუმანიტარულით“. 

ლაილის თქმით, „ტექსტში არ არის ბევრი ისეთი ელემენტი, რომელიც სასურველი იქნებოდა, რომ ყოფილიყო“  და მათ შორის, თუნდაც, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან მის შიდა საქმეებში ჩაურევლობის ხაზგასმა“. სწორედ ამიტომ, ბრიტანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ „დოკუმენტი სერიოზულ შესწორებებს საჭიროებს“. 

ბრიტანელი კოლეგის კვალდაკვალ, რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი გაეროში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმაც დაიწუნა. ჟერარ არნოს თქმით, „პროექტში არ არის ისეთი საკითხები როგორებიცაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის დადასტურება“, - იუწყება „ინტერფაქსი“. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენიფერ ფსაკიმ, თავის ბრიფინგზე, მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი და განაცხადა: 

„რუსული მხარის მიერ ძალადობის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მიმართული მოწოდებები უბრალოდ ფარისევლობაა, რადგან ამ დროს, რუსული არმიის ნაწილები უკანონოდ კვეთენ უკრაინის საზღვრებს, რუსული იარაღი უკანონოდ შედის უკრაინაში და იქვე რჩება ხოლო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტი ბოევიკები შეტევისთვის ახალ სამიზნეებს უტევენ - მათ შორის, ეუთოს დამკვირვებლებსაც. და ამ ყველაფრის შესაჩერებლად რუსეთი არაფერს აკეთებს“ - აღნიშნა ამერიკელმა ჩინოვნიკმა. 

0

ავტორი: