ცეკვის რომელი სახეობა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ცეკვის რომელი სახეობა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით />


  13:11:05     02-06-2014

ცეკვის რომელი სახეობა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

a30169.jpg

შემთხვევით როდია მიჩნეული, რომ ცეკვა სულისა და სხეულის ერთობლივი გამოძახილია. ამიტომაც ურჩევენ ქორეოგრაფები ადამიანს, სასურველი ცეკვის სახეობა ხასიათის მიხედვით შეარჩიოს. აღმოჩნდა, რომ ასტროლოგიაც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ კონკრეტულად რომელი ცეკვა შეგეფერებათ:

ვერძს ლიდერული და ენერგიული ხასიათი აქვს, ამიტომ მისთვის ყველაზე შესაფერისი ლათინოამერიკული ცეკვები (სამბა, რუმბა, ჯაივი) ან ჰიპ-ჰოპის სტილია.

კუროს ხასიათს ყველაზე კარგად შეესაბამება ცეკვები, რომლებშიც ეთნო-მოტივები ფიგურირებს. მაგ: ინდური ცეკვები, განსაკუთრებით, ოდისი.

ტყუპისთვის აფრიკული ცეკვებია ყველაზე მისაღები. გარდა ამისა, მათ კარგად გამოსდით ცეცხლოვანი სალსა.

კირჩხიბს ასტროლოგები ურჩევენ, სამეჯლისო ცეკვები შეისწავლოს. განსაკუთრებით კარგი მათთვის ამ მხრივ არის ვალსი.

ლომები თანდაყოლილი თეატრალურობითა და გრაციით გამოირჩევიან, ამიტომ მათთვის საუკეთესო ვარიანტია ტანგო ან პასადობლი.

ქალწული ნებისმიერი ქორეოგრაფისთვის შეიძლება ჭეშმარიტი მონაპოვარი გახდეს, იმიტომ, რომ მას გასაოცარი ტაქტის და რიტმის გრძნობა გააჩნია. მისთვის ძალიან კარგია ჯგუფური ტიპის ნებისმიერი ცეკვა, ფლეშმობი და ა.შ.

სასწორი ყველაზე უკეთ კლასიკური ტიპის ცეკვებს ირგებს. გარდა ამისა, იგი კარგად ახერხებს მოირგოს და გაითავისოს ნებისმიერი ცეკვის ხასიათი. მისთვის საუკეთესოა რუმბა. 

იხილეთ სრულად: astrologi.ge 0

ავტორი: