12:39:58     18-02-2011
ვალენსა მისი როლის შემსრულებლად რობერტ დე ნიროს ითხოვს
პოლონელები ლეხ ვალენსაზე ფილმს იღებენ. ამის შესახებ „Gazeta Wyborcza“ იტყობინება. გაზეთმა მკითხველებს წარუდგინა ის შესაძლო კანდიდატურები, რომელთაც შეიძლება ვალენსას როლი შეასრულონ. ესენი არიან: პეტრ ადამჩუკი, რობერტ ვეჩკევიჩი, ბორის შიცუ, ცეზარი პაზურუ, ან ბოგუსლავ ლინდე. ასევე განიხილება ეგრეთ წოდებული „უცნობი მსახიობის“ კანდიდატურის ვარიანტიც.
თავად ვალენსამ განაცხადა, რომ მისი როლი მხოლოდ რობერტ დე ნირომ უნდა შეასრულოს და სხვამ არავინ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვალენსაზე ფილმი უნდა გადაიღონ, 2011 წლის თებერვლის დასაწყისში გამოჩნდა.
„მე ძალიან მაღელვებს ის ფაქტი, რომ ვალენსა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ისტორიული როლი შეასრულა ქვეყნის ცხოვრებაში, დღეს თავდასხმას განიცდის იმ ადამიანებისაგან, რომელნიც არაფერს წარმოადგენენ“ – განაცხადა რეჟისორმა.
0