აშშ უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის აშშ უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის />


  11:38:41     18-02-2011

აშშ უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის

a3661.jpg

აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალებმა, მცირე უპილოტო საფრენი აპარატის შექმნაზე ტენდერი გამოაცხადეს. აპარატი ხანგრძლივ ფრენაზე უნდა იყოს გათვლილი. ამის შესახებ “Dayton Business Journal” იტყობინება.

 

პროგრამამ  “SURGE-V” – ის სახელწოდება მიიღო. პრეტენდენტებმა საჰაერო ძალების რაით–პატერსონის ბაზის ხელმძღვანელობას შესაბამისი განცხადებები უნდა წარუდგინონ. ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმდება კონტრაქტი, რომლის ღირებულება 2,2 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

როგორც ირკვევა, სამხედროების მოთხოვნის თანახმად, ახალი უპილოტო თვითმფრინავი, სულ მცირე, 4 საათს უნდა ატარებდეს ჰაერში და შეეძლოს არანაკლებ 10 კილოგრამის ტვირთის ტარება. ამას გარდა, უნდა იყოს კომპაქტური და შეეძლოს გრუნტზე დაშვება.

 

აპარატების კონსტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ მისი მართვა 18 მეტრ წამ ქარის სიჩქარეზე შეიძლებოდეს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა – 35 ცელსიუს გრადუსზე. უპილოტო თვითმფრინავის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე, უნდა იყოს არანაკლებ 7,6 ათასი მეტრი.

 

უპილოტო თვითმფრინავების პროექტი, აშშ–ის არმიამ მცირე ხნის წინაც წარმოადგინა, როცა მათი რაოდენობის გაზრდა გადაწყდა.

0

ავტორი: