თბილისში პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართება თბილისში პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართება />


  16:51:13     28-05-2014

თბილისში პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართება

a30073.jpg

აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების მხარდასაჭერად

იოგას ცენტრი „ანანდა“-ს ორგანიზებით 31 მაისს, 16:00 საათზე სპორტკომპლექს „არენაში“პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართება.

აქციის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს დარეალურად დაანახოსსაზოგადობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების ინტეგრაცია თანატოლებთან და რაროლი ენიჭება ამაში ფიზიკურ აქტივობას, იოგას.

მარათონი შაბათს, 16:00 საათზე დაიწყება და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარები გახსნიან, რომლებიცთანატოლებთან ერთად ივარჯიშებენ. ღონისძიების დანარჩენი მონაწილეები კი იოგის პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად 108 მზის მისალმებას შეასრულებენ. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული მარათონელები განსაკუთრებული პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

„საქველმოქმედოღონისძიებით კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ცენტრი და მისი ინდოელი მასწავლებლები ასეთ ბავშვებს სხვა პატარებთან ერთად ავარჯიშებენყოველ კვირას და სახალისო თამაშებით ცდილობენ მიაჩვიონბავშვებისაკუთარი სხეულის მართვას და რაც მთავარია ერთმანეთზე ზრუნვას“. - განაცხადა მარათონის ორგანზატორმა ქალბატონმა ედიტა დანილიანმა. „მარათონში მონაწილეობის თანხა სიმბოლურია და იგი პირდაპირ კავშირ „ია“ს ანგარიშზე გადაირიცხება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო ღონსძიებაში და მეტმა კომპანიამ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ასეთი პატარებისადმი“ - დაამატა ღონისძიების ორგანიზატორმა.

საქველმოქმედო იოგა-მარათონისგენერელური სპონსორია სპორტკომპლექსი არენა, რომელმაც შშმ პატარებისა და გამარჯვებულებისათვის სპეციალური პრიზები დააწესა. მარათონში მონაწილე თითეული მარათონელი ანანდასგან წახალისდება გაწეული ქველმოქმედებისათვის და იოგაზე დასასწრებ მინი აბონიმენტს მიიღებს საჩუქრად.

###
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:  260 60 16 / 599 42 99 88, ან ეწვიეთ შემდეგ გვერდს: https://www.facebook.com/anandatbilisi

 

 

0

ავტორი: