ბრინჯის ფაფა ალუბლით ბრინჯის ფაფა ალუბლით />


  10:54:10     18-02-2011

ბრინჯის ფაფა ალუბლით

a3657.jpg

მასალა: 50 გრამი მრგვალმარცვლიანი ბრინჯი, 150 მლ. წყალი, 159 მლ. რძე, 1 სუფრის კოვზი ცხიმოვანი ნაღები, შაქარი და მარილი – გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი, 50 გრამი ალუბალი (შესაძლებელია, გაყინულიც).

 

ბრინჯი გავრეცხოთ, დავფაროთ წყლით და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ წყალი გადავაქციოთ. ბრინჯი ახლა რძით დავფაროთ, დავამატოთ შაქარი, ვანილის შაქარი და მარილი. ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, ვიდრე ფაფა არ გახდება სქელი და ერთგვაროვანი. მოხარშვის შემდეგ გავაჩეროთ ცოტა ხანი. ალუბალს დავასხათ 50 მლ. წყალი, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და ვხარშოთ ხუთი წუთი. ჩვენ მხოლოდ ალუბალი გვჭირდება, სითხე შეგვიძლია გადავღვაროთ. მომზადებულ ბრინჯის ფაფას დავუმატოთ ცოტა ნაღები, ავურიოთ და თეფშზე, ზემოდან გავაფორმოთ ალუბლით.

0

ავტორი: