ლუდში ჩაშუშული ღორის ხორცი ლუდში ჩაშუშული ღორის ხორცი />


  00:41:42     28-05-2014

ლუდში ჩაშუშული ღორის ხორცი

a30049.jpg

ხორცის მომზადების ესპანური რეცეპტი მართალია დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი უბრალოდ შესანიშნავია!

ინგრედიენტები: ღორის ბეჭის ნაჭერი 2 -2.5 კგ ლუდი 500 მლ ლიმონი 2 ფორთოხლის წვენი 1/2 ჭ დარიჩინი 1/4 ჩ.კ ხმელი ორეგანო 1 ჩ.კ წითელი წიწაკა, დაფქული 1 ჩ.კ პილპილი 1 ჩ.კ ძირა 1 ჩ.კ წყალი 1/2 ჭიქა მარილი ქინძი
ღორის ბეჭის ნაჭერი ჩადეთ ღრმა ჭურჭელში (შეგვიძლია დავანაწევროთ), დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი, ძირა, წითელი წიწაკა, პილპილი, ორეგანო, დარიჩინი,  კარგად შეაზილეთ, შემდეგ დაამატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი, ასევე ლუდი და წყალი. დააფარეთ თავზე და ძალიან ნელ, თითქმის მბჟუტავ ცეცხლზე მოამზადეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ზანდაზან ამოვურიოთ. ხორცი ისე უნდა დარბილდეს რომ ადვილად იშლებოდეს და  ჩანგლით ქვაბშივე დავანაწევროთ.

ძალიან გემრიელია ლავაშში გახვეული, ქინძით, ავოკადოსა და ლიმონის წვენთან ერთად. შეგვიძლია ბრინჯის გარნირიც მოვუმზადოთ

0

ავტორი: