ლაშა თაბუკაშვილი: რეზი გაუსწორდა  ჭიაბერაშვილს, ის სამართალდამცავებს ჩაბარდება ლაშა თაბუკაშვილი: რეზი გაუსწორდა ჭიაბერაშვილს, ის სამართალდამცავებს ჩაბარდება />


  17:21:57     27-05-2014

ლაშა თაბუკაშვილი: რეზი გაუსწორდა ჭიაბერაშვილს, ის სამართალდამცავებს ჩაბარდება

a30048.jpg

მწერალი ლაშა თაბუკაშვილი „პრესა.ჯი“-სთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს  ფიზიკურად მისი ვაჟი რეზი თაბუკაშვილი გაუსწორდა. 

მწერალი იწრმუნება, რომ რეჟისორ გია მგელაძეს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ცემაში მოინაწილეობა არ მიუღია. 

პრესა.ჯი“: რა იცით, აბაშიძის 22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?

ლაშა თაბუკაშვილი: ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, სხვა რა კომენტარი უნდა გავაკეთო?

- თავდამსხმელებად რეჟისორი გიო მგელაძე და თქვენი ვაჟი, რეზი სახელდებიან...

- გიო მგელაძე არაფერ შუაშია, რეზიკოს მოუვიდა ჩხუბი, გიო შიგნით არ ყოფილა. მე ვამტყუნებ ჩემ შვილს, მის საქციელს გამართლება არ აქვს. 

- თუ ესაუბრეთ თქვენ შვილს, აპირებს თუ არა, სამართალდამცავებს ჩაბარდეს?

- კი, აპირებს ჩაბარდეს პოლიციას...

- რა იყო დაპირისპირების მიზეზი, იყო თუ არა დანაშაული პოლიტიკური მოტივით ჩადენილი?

- არ ვიცი ჩემო კარგო, მე რეზიკოსთან არ მილაპარაკია. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ, ვამტყუნებ ჩემ შვილს, მგელაძე არაფერ შუაში არ არის. რატომ ხდება გაღიზიანება ამას დიდი ფანტაზია არ სჭირდება. 

0

ავტორი: