ვინ და რატომ დაესხა თავს ზურაბ ჭიაბერაშვილს? ვინ და რატომ დაესხა თავს ზურაბ ჭიაბერაშვილს? />


  13:48:31     27-05-2014

ვინ და რატომ დაესხა თავს ზურაბ ჭიაბერაშვილს?

a30036.jpg

სასწრაფოდ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  ამის შესახებ ოფიციალურად "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ განაცხადა. 

"ზურაბ ჭიაბერაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თავს დაესხნენ, თუმცა დეტალები არ ვიცი. ახლა მივდივართ ადგილზე", - თქვა პატარაიამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრთა თქმით, თავდასხმა აბაშიძის 22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა.

მათი განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი უმცროსი. 
ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. თავდამსხმელები გაიქცნენ.

"მას ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა, მდუღარე ჩაი შეასხა ნოდარს სახეში და შემდეგ ეს ჭიქა ისე, რომ მე ადგომა ვერ მოვასწარი, თავში ორჯერ ჩამარტყა. როცა წამოვდექი, უკვე თავსა და საფეთქელს შორის ჩამარტყა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 

მისივე თქმით, "თავდამსხმელებმა, ერთადერთი რაც თქვეს, იყო ის, თუ როგორ ბედავდნენ ისინი ქუჩაში სიარულს".

აღსანიშნავია რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი, რეჟისორი გიო მგელაძე პრეზიდენტ მარგველაშვიულის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას მეგობარია. 

P.S: შინაგან საქმეთა სამინისტროში უმცირესობის ლიდერის ცემის ფაქტზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

"პრესა.ჯი"-ს კითხვაზე, არიან თუ არა, ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემაში ეჭვმიტანილები დაკავებულები, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

0

ავტორი: