10:53:02     18-02-2011
ჯანჯაფილის ჩაი
მასალა (ერთი ლიტრი ჩაისათვის): 1 ლიტრი ადუღებული წყალი, 15 გრამი ჯანჯაფილი, ნახევარი ლიმონი, 3 მიხაკი, 1 სუფრის კოვზი თაფლი
ჯანჯაფილი აუცილებლად გავწმინდოთ და გავხეხოთ. ლიმონი დავჭრათ თხელ რგოლებად. ჯანჯაფილს დავამატოთ მდუღარე წყალი, მიხაკი, თაფლი და ავურიოთ. დავაფაროთ ტილო, ან სპეციალური თავსახური და დავტოვოთ 2-დან 4 საათამდე. თაფლი შეგვიძლია შაქრით შევცვალოთ. მირთმევის დროს დავუმატოთ ლიმონი. ეს ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა გახდომის მსურველთათვის.
0