15 წლის მოზარდმა 22 წლის მეზობელი მოკლა 15 წლის მოზარდმა 22 წლის მეზობელი მოკლა />


  12:46:26     25-05-2014

15 წლის მოზარდმა 22 წლის მეზობელი მოკლა

a29987.jpg

თბილისში 15 წლის არასრულწლოვანმა მეზობელს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. 

შს სამინისტროს განცხადება: "თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად მკვლელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ანდრეი კ. დააკავეს დაკავებულმა, თბილისში მეზობელ 1990 წელს დაბადებულ სურაჯ ა.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა , ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად ბრალდებული რამდენიმე საათში გაჩიანის ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)".

0

ავტორი: