ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი როზმარინით ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი როზმარინით />


  07:17:08     23-05-2014

ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი როზმარინით

a29954.jpg

ინგრედიენტები: კარტოფილი 1 კგ როზმარინი 2 ტოტი ნიორი 4 კბილი მარილი და პილპილი ზეითუნის ზეთი 100 მლ დიდ ჯამში ჩავასხათ ზეთი და დავამატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი როზმარინის ფოთლები და ნიორი.
კარგად გარეცხილ გამშრალებული კარტოფილი თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ და პირსახოცით შევამშრალოთ. 
ნაწილ-ნაწილ ამოვავლოთ ზეთში, ზედმეტი ცხიმისგან დავწუროთ  და ერთ ფენად დავალაგოთ  ღუმელის ტაფაზე. მოვაყაროთ მარილი და სურვილის შემთხვევაში პილპილიც.
შევწვათ 200 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთი.
როზმარინი შეიძლება გამოვიყენოთ ხმელიც, მაგრამ ნედლზე ნაკლები უნდა ავიღოთ.
0

ავტორი: