ქმარმა ჯერ ცოლი - 8 შვილის დედა მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო ქმარმა ჯერ ცოლი - 8 შვილის დედა მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო />


  16:39:11     22-05-2014

ქმარმა ჯერ ცოლი - 8 შვილის დედა მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო

a29948.jpg

ქობულეთის სოფელ ოჩხამურის დრამა... ორსული ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ობლად დარჩენილ რვა ბავშვზე კი მზრუნველობა სახელმწიფომ აიღო.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის შესახებ შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია:  „გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, ღამით, თეიმურაზ ქ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ რუსუდან ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით)“.

შემთხვევა დღეს 06:00 საათზე მოხდა. როგორც "პრესა.ჯი"-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის რწმუნებულმა, როლანდ ბერიძემ უთხრა, ფეხმძიმე ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მკვლელობის მოტივად კონფლიქტი სახელდება.

"30 წლის რუსუდან ბერიძისთვის ქმარს ყელი გამოუჭრია. ის მრავალშვილიანი დედა იყო, ჰყავდა 8 შვილი და მეცხრეზე იყო ფეხმძიმედ",- განაცხადა როლანდ ბერიძემ.  

რაც შეეხება ობლად დარჩენილ მცირეწლოვნებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე აცხადებს,რომ  რვავე ბავშვი მახინჯაურში, წინასწარმომზადებულ ადაპტირებულ ოჯახში მოთავსდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ოჯახი თითოეული მოზარდის ზრუნვისთვის, ბავშვების ასაკის შესაბამისად, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 600-დან 700 ლარამდე დახმარებას მიიღებს. 

0

ავტორი: