ორი შემზარავი მკვლელობა: მცხეთაში მამამ შვილი, ქობულეთში კი ქმარმა ორსული ცოლი მოკლა ორი შემზარავი მკვლელობა: მცხეთაში მამამ შვილი, ქობულეთში კი ქმარმა ორსული ცოლი მოკლა />


  12:35:24     22-05-2014

ორი შემზარავი მკვლელობა: მცხეთაში მამამ შვილი, ქობულეთში კი ქმარმა ორსული ცოლი მოკლა

a29944.jpg

კიდევ ერთი მკვლელობა ამჟამად მცხეთაში. მიმდინარე წლის 20 მაისს მამამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი შვილი მოკლა. შს სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული გოგი ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 20 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – 1972 წელს დაბადებულ ლევან ს-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

საზარელი მკვლელობა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში. აქ ქმარმა ორსული ცოლი მოკლა და ადგიოლიდან მიმალა. როგორც "პრესა.ჯი"-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის რწმუნებულმა, როლანდ ბერიძემ უთხრა, ფეხმძიმე ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მკვლელობის მოტივად კონფლიქტი სახელდება. " 30 წლის რუსუდან ბერიძისთვის ქმარს ყელი გამოუჭრია. ის მრავალშვილიანი დედა იყო, ჰყავდა 9 შვილი და მეათზე იყო ფეხმძიმედ",- განაცხადა როლანდ ბერიძემ. მკვლელობა დღეს, დაახლოებით დილის 6.00 საათზე მოხდა. გარდაცვლილი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. ამჟამად გარდაცვლილის ოჯახში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია იმყოფება.

0

ავტორი: