05:05:52     21-05-2014
მწვანილებში მომზადებული არომატული თევზი

ინგრედიენტები:
თევზი
800 გ
ოხრახუში
დაჭრილი, 1/2 ჭიქა
ქინძი
დაჭრილი, 1/2 ჭიქა
ცხარე წიწაკა
დაჭრილი, 1/2 ჭიქა
პამიდორი
წვრილად დაჭრილი, 1 ჭიქა
1 ლიმონის წვენი
ზეითუნის ზეთი
2 ს.კ
მარილი
თევზის ნაჭრები ჩავდოთ ღუმელის ფორმაში. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი
ერთმანეთში შევურიოთ და შემოვულაგოთ თევზს ზემოდან და გარშემო. შევდოთ 180
გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30 წუთით.
სულ ესაა - მარტივი, სწრაფი და არომატული. თევზი ძალიან წვნიანი და ნაზი გამოდის.
0