რუსული ოპოზიცია ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო პუტინს აკრიტიკებს რუსული ოპოზიცია ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო პუტინს აკრიტიკებს />


  13:51:29     20-05-2014

რუსული ოპოზიცია ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო პუტინს აკრიტიკებს

a29904.jpg

რუსული ოპოზიცია პუტინს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ყირიმში განვითარებული მოვლენებისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ ყირიმის მითვისებით რუსეთმა ბევრი ვერაფერი მოიგო. სამაგიეროდ, ამ ძალადობით, დასავლეთთან მეტისმეტად გაფუჭებული ერთიერთობის გამო დაკარგა მეტისმეტად ბევრი. 

ასე მაგალითად, რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, ბორის ნემცოვმა, ასეთი რამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე: 

„ჩინეთში ვიზიტისას, პუტინის მთავარი მიზანია როგორმე ხელი მოაწეროს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. მაგრამ, თუ განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით  ან ხელის მოწერა ვერ მოხერხდება ან ფასი იქნება მეტისმეტად დაბალი - 300$-ზე ნაკლები. 

საქმე ისაა, რომ ჩინელები მიხვდნენ: დასავლეთთან უიმედოდ გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ, პუტინს მანევრირების საშუალება აღარ დარჩა; ახლა რუსეთი მთლიანად ჩინეთზეა დამოკიდებული. 

ამიტომ, ახლა ჩინეთი ხელებს ამოგვიგრიხავს და თან ძალიან კარგად - ხელების გადაგრეხვა მშვენივრად იციან. „პატრიოტებო“, თქვენ, ამაზე ოცნებობდით? იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთის სანედლეულო კოლონია გამხდარიყო? ჰოდა, მიიღეთ კიდეც!.. სამაგიეროდ, ყირიმი ჩვენია...“, - წერს ბორის ნემცოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. 

0

ავტორი: