პოლიციამ მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა პოლიციამ მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა />


  12:25:14     20-05-2014

პოლიციამ მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

a29899.jpg

პოლიციამ მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრის ფაქტზე 1985 წელს დაბადებული გიორგი ნ. დააკავეა. ამასთან,დაშავებული მამუკა ხერხეულიძის მიერ იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გიორგი ნ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, 1959 წელს დაბადებული მამუკა ხ. ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მამუკა ხ-ს შემთხვევის დროს თან ჰქონდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. სამართალდამცველებმა მამუკა ხ-ს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება გიორგი ნ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხოლო მამუკა ხ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). მწერალი მამუკა ხერხეულიძე 14 მაისს, პეტრიაშვილის ქუჩაზე, კაფე "ანტრეში" დაჭრეს. მას 4 ჯერ ესროლეს. გასრილილი ოთხი მასრიდან მწერალს სამი ფეხისა და ბარძაყირა ასეში მოხვდა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

0

ავტორი: