რატომ მოკლა 35 წლის მამაკაცმა მამინაცვალი? - მარტვილში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები რატომ მოკლა 35 წლის მამაკაცმა მამინაცვალი? - მარტვილში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები />


  11:32:49     19-05-2014

რატომ მოკლა 35 წლის მამაკაცმა მამინაცვალი? - მარტვილში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

a29876.jpg

შემზარავი მკვლელობა მოხდა გუშინ მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში. 35 წლის მამაკაცმა , მამინაცვალი, უამრავი მოწმის თვალწინ, სასაფლაოზე მოკლა. როგორც „პრესა.ჯი“-ს მარტვილის რაიონოს გამგებელმა მამუკა დანელიამ განუცხადა, გერს მამინაცვალთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. გარდაცვლილი ნიაზ დანელიას მეზობლები ჩვენთან კონფლიქტის მიზეზებზე საუბრობენ.

ნ.წ - გარდაცვლილის მეზობელი: დაღუპულსა და ეჭვმიტანილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მათ შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო, როცა ნიაზ დანელიამ, დაკავებულ სოსო დანელიას ქვრივ დედაზე იქორწინა. იური დანელია დაკავებულის მოგვარე იყო. შესაბამისად, დაკავებულმა მამინაცვალს ეს ფაქტი არ აპატია. თავის დროზე ეს ქორწინება ძალიან დიდი სკანდალი იყო. სოსო მამიდამ ახლომდებარე სოფელში თავისთან წაიყვანა და იქ ზრდიდა. გერი მამინაცვალს სისხლის აღრევაში ადანაშაულებდა. ინცინდენტის დღეს, ორივე მათგანი ნათესავის გასვენებაში იმყოფებოდა.

„პრესა.ჯი“ მომხდარის შესახებ მარტვილის გამგებელ მამუკა დანელიასაც ესაუბრა.  

მამუკა დანელია: მოხდა საშინელი ფაქტი. გერმა მამინაცვალი მოკლა. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა დაღუპული და დაკავებული ახლობლის საფლავზე იყვნენ. ეჭვმიტანილი ნიაზ დანელიას მიეპარა და ყელისა და მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.  


- რა იყო მკვლლობის მიზეზი, ამბობენ გარდაცვლილს გერმა სისხლის აღრევა არ აპატია, რადგან 20 წლის წინ ნიაზ დანელიამ საკუთარი ბიძაშვილის ქვრივი ცოლად შეირთო?

-მე როგორც ვიცი, გარდაცვლილს არ მოუყვანია ბიძაშვილის ქვრივი ცოლად, უბრალოდ გარდაცვლილმა მოგვარის ქვრივზე იქორწინა.

- დააკავეს თუ არა, ეჭვმიტანილი? 

-კი დაკავებულია.

მარტვილში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა ამინისტრომაც გაავრცელა განცხადება.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1979 წელს დაბადებული სოსო დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სოსო დ-მ მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში შურისძიების ნიადაგზე, 1942 წელს დაბადებულ ნიაზ დ-ს ყელის და მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნიაზ დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სოსო დ. დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს. დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით)“,- იუწყება შს სამინისტრო.

მარტვილი არ იყო ერთადერთი, სადაც მამინაცვლისა და გერის უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა. მარტვილისგან განსხვავებით, თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას 20 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარე წლის 28 აპრილს 78 წლის მამინაცვალმა 20 წლის გოგონა მოკლა, რის შემდეგ მძიმე საზიანებები მიიყენა სხეულზე. მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მეზობლების თქმით, გოგონა დედის გარდაცვალების შემდეგ მამინაცვლის სანახავად პერიოდულად დადიოდა. მკვლელობამდე მათ ხმამაღალი საუბარი და კამათი შემოესმათ, თუმცა, კონფლიქტის მიზეზი მათთვის უცნობია. 0

ავტორი: