10:49:52     17-02-2011
“იუნესკო” კაიროს მუზეუმის ბედით შეწუხებულია
საერთაშორისო ორგანიზაციები კაიროს მუზეუმიდან დაკარგული მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ნივთების ბედით უკიდურესად შეშფოთდნენ. “იუნესკოს” სპეციალურმა წარმომადგენელებმა, მოხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელეს.
მათ მიმართეს სახელმწიფოთა მეთაურებს, ასევე კერძო კოლექციონერებს და ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრეებს, დახმარება გაუწიონ კაიროს მუზეუმიდან დაკარგული ექსპონატების მოძიებაში. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს იმ ნივთების წარმომავლობა, რომელიც, შესაძლოა, უკვე იმპორტირებული, ექსპორტირებული ან გასაყიდადაა გამოტანილი, ინტერნეტის საშუალებით” – ნათქვამის განცხადებაში.
“იუნესკო” მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლის ინტერპოლთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დაკარგული ნივთების მოსაძიებლად და დასაბრუნებლად.
როგორც ცნობილი გახდა, გასული კვირის ბოლოს, ეგვიპტის დედაქალაქში მომხდარი უწესრიგობების დროს, ცნობილი მუზეუმიდან ექსპონატები გაიტაცეს. მათი ნაწილი მუზეუმის ტერიტორიაზევე იპოვეს, ნაწილის აღმოჩენა კი ვერ მოხერხდა.
0