უგემრიელესი ყავისფერი კრემი და ტორტის დასანამის არაჩვეულებრივი რეცეპტი უგემრიელესი ყავისფერი კრემი და ტორტის დასანამის არაჩვეულებრივი რეცეპტი />


  01:01:02     19-05-2014

უგემრიელესი ყავისფერი კრემი და ტორტის დასანამის არაჩვეულებრივი რეცეპტი

a29863.jpg

თითქმის ყველა საკონდიტრო ტკბილეულში მათ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ჩვენ შესანიშნავ რეცეპტებს გთავაზობთ:

ყავისფერი კრემი:

ინგრედიენტები:

კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჩ/ჭ.
ფქვილი 6 ს/კ.
კარაქი 100გრ.
რძე 1,5ლ.
ვანილი 1ც.
შოკოლადი 60გრ.
კაკაო 1 ს/კ.
ყავა 1 ს/კ.

მომზადების წესი:

კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე, კაკაო და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ შესქელებამდე, დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით, ბოლოს დავამატოთ ყავა, შოკოლადი და როცა შოკოლადი გადნება კრემი გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.

დასანამი:

ახლა კი გთავაზობთ ყველაზე სურნელოვანი, არომატული დასანამის მომზადების მარტივ ხერხს, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტებში, ასევე სხვადასხავ ნამცხვარში.

პირველ რიგში აუცილებლად უნდა აარჩიოთ ხარისხიანი ალკოჰოლი. დასანამი სითხე წინასწარ უნდა მოამზადო, სამი-ოთხი დღით ადრე მაინც და სხვადასხვა არომატი ერთმანეთში არ აურიოთ. ჯობია “საშობაო” ნაყენივით გააკეთოთ – ხილი+შაქარი+ვანილი+ალკოჰოლი . აიღეთ შუშის ქილა და მოათავსეთ ყველა ეს ინგრედიენტი. ქილას თავზე დოლბანდი გადააფარეთ და ორი-სამი დღე მზეზე დადგით. ინგრედიენტების ოდენობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეცადეთ ყოველ დილით მოურიოთ , რათა შაქარი კარგად გაიხსნას და სქელი წვენი მიიღოთ.

წყარო: lollipop.ge 0

ავტორი: