10:48:23     17-02-2011
სომხეთი ყარაბაღში “კუნთების თამაშს” იწყებს
სომხურმა საინფორმაციო საშუალებებმა გააავრცელეს ცნობა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, სამხედრო წვრთებს იწყებს. მედიის ინფორმაციით, ეს იქნება თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტო წვრთნა, სადაც მონაწილეობის მისაღებად მობილიზებულია მთელი ძალოვანი, სამხედრო და სამედიცინო რესურსი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ჟურნალისტებისთვის გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სწავლების მიზანია მოახდინოს ძალების, ასევე არსებული სამხედრო პოტენციალის გამოცდა და სისტემაში მოყვანა, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება და გაზრდა და პირადი შემადგენლობის სამხედრო მზადყოფნისათვის უკეთესად მომზადება.
კომანდო-საშტაბო სწავლება 19 თებერვალს დაიწყება. ამ ინფორმაციამ აზერბაიჯანული მხარე ძალიან გააღიზიანა. თუმცა, ოფიციალური კომენტარი, ხელისუფლების მხრიდან, ჯერ არ გაკეთებულა.
აზერბაიჯანული სააგენტოები, დაგეგმილი წვრთნის მიმართ, უკამაყოფილებას გამოთქვამენ და შეფასებისას ირონიასაც იშველიებენ. მათი აზრით, ეს იქნება ძველი ტანკების და ზარბაზნების უაზრო დემონსტრირება, რომელიც სეპარატისტების მორიგი საჩვენებელი თამაშია, საკუთარი მოქალაქეების მოსატყუებლად.
0