05:37:55     17-05-2014
სოკოს ტოლმა
ეს ჩეხური სამზარეულოს კერძებიდან ერთ-ერთია. იმედია მოგეწონებათ.
საჭირო ინგრიდიენტები:
- კომბოსტო - 1 თავი
- მოხარშული სოკო - 300გრ
- ბრინჯი - 100გრ
- სტაფილო - 1ც
- ხახვი - 1ც
- არაჟანი - 1 ს.კ.
- ტომატი - 2 ს.კ
- მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით
- ზეთი შესაწვავათ.
მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი მომზადებამდე. გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი
და სოკო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ ბრინჯი, სოკო, მწვანილი და სანელებლები
მოაყარეთ მარილი გემოვნებით. კომბოსტო ჩადეთ რამოდენიმე წუთით მდუღარე
წყალში, შემდეგ დაშალეთ ფოთლები, მოაჭერით მაგარი მხარეები. ჩადეთ
შიგთავსი, გვერდები მოკეცეთ შუამდე და გაახვიეთ. დადეთ ტაფაზე და ოდნავ
შეწვით.
შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში ან ფორმაში, აურიეთ არაჟანი
ტომატსა და წყალთან, მოასხით გამზადებულ ტოლმას, დაახურეთ თავსახური და
შედგით გაცხელებულ 180 გრადუსამდე ღუმელში, მოამზადეთ მზადყოფნამდე.
გემრიელად მიირთვით!
0