შეეცდება თუ არა, რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას? შეეცდება თუ არა, რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას? />


  16:41:02     16-05-2014

შეეცდება თუ არა, რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას?

a29836.jpg

პირველი ივნისიდან ევროპამ შესაძლოა რუსეთიდან უკრაინაზე გავლით მიწოდებული ბუნებრივი აირი ვეღარ მიიღოს - ოფიციალური მოსკოვი ოფიციალურ კიევთან ფასზე შეუთანხმებლობას იმიზეზებს. „პუტინმა თავისი იარაღი იშიშვლა“ - ასე აფასებს დასავლური მედია შექმნილ ვითარებას.  

„პუტინის ეს მუქარა კიდევ უფრო ართულებს ისედაც მეტისმეტად რთულ ვიტარებას“- წერს „ლა რეპუბლიკა“. 

„ახლა ისეთი ვითარებაა, რომ თითქოს, „შოკოლადის მეფე“ პიოტრ პოროშენკომ პირველივე ტურში უნდა შეძლოს გამარჯვება. თუმცა, ფაქტია, რომ ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და ანტიკიევური პროტესტის ათეულობით წერტილის არსებობის გათვალისწინებით, ამ არჩევნების ჩატარება მართლაც მეტისმეტად რთული იქნება“, - აღნიშნავს გაზეთი და იქვე დასძენს, რომ „მოსკოვი და კიევი დაძაბულობის შესამცირებლად და ვითარების ნორმალიზებისთვის არაფერს აკეთებენ“. 

კვირაზე ცოტა მეტი დარჩა 25 მაისისთვის დაგეგმილ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. დასავლური მედიისა და მაღალჩინოსნების აზრით, ამ მომენტისთვის მხოლოდ ისაა გასაგები, რომ დიდი ალბათობით, არჩევნების ჩასაშლელად რუსეთი უკრაინაში სამხედრო ძალებით არ შეიჭრება. 

თუმცა, ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ამის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სხვა ტიპის პროვოკაციებიც. სწორედ ამიტომ, „ვაშინგტონ პოსტის“ თქმით, დასავლეთი მაინც ემზადება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „კიდევ უფრო მასშტაბური ეკონომიკური სანქციებისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი რაიმე ფორმით ჩაერევა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში.

0

ავტორი: