იოგურტის სუპი ირანულად იოგურტის სუპი ირანულად />


  10:47:46     17-02-2011

იოგურტის სუპი ირანულად

a3639.jpg

მასალა: 600 მლ ნატურალური იოგურტი, 200 მლ წყალი, 100 გრამი ქიშმიში, 1 ცალი კიტრი, 5-6 ცალი მწვანე ხახვი, ცოცხალი კამა და ოხრახუში, 6 პატარა ნატეხი საკვები ყინული, თეთრი წიწაკა, მარილი

 

ქიშმიში გავრეცხოთ, ჩავყაროთ მდუღარე წყალში 5-6 წუთის განმავლობაში, გადავიტანოთ საწურზე, ხელახლა გავრეცხოთ და გავაშროთ. “ქიშმიშის წყალი” გავაციოთ. კუბიკებად დაჭრილი კიტრი, მწვანე ხახვი და ქიშმიში ერთმანეთში ავურიოთ, დავამატოთ ყინული, მარილი და წიწაკა – გემოვნებით. დავფაროთ იოგურტით, წყლით და ავურიოთ. მომზადებული სუპი გავაფორმოთ ოხრახუშით და კამით.
0

ავტორი: