გარდაიცვალა „საბჭოთა ლიდერების ინგლისური ხმა“ გარდაიცვალა „საბჭოთა ლიდერების ინგლისური ხმა“ />


  14:51:02     16-05-2014

გარდაიცვალა „საბჭოთა ლიდერების ინგლისური ხმა“

a29833.jpg

ბოროტების იმპერიის, იგივე საბჭოთა კავშირის ლიდერთა "ინგლისური ხმა" - ვიქტორ სუხოდრევი გარდაიცვალა - ბრეჟნევისა და ხრუშჩოვის პირადი მთარგმნელი. ინფორმაცია ამის შესახებ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვას“ მისმა ვაჟმა მიაწოდა ისე, რომ 82 წლის მამის გარდაცვალების მიზეზები არ დაუკონკრეტებია. 

გარდა ბრეჟნევისა და ხრუშჩოვისა, სუხოდრევი ბევრ სხვა საბჭოთა ლიდერთანაც მუშაობდა; მიხეილ გორბაჩოვი, ალექსეი კოსიგინი, ანდრეი გრომიკო, ანასტას მიქოიანი და საბჭოთა კავშირის სხვა არაერთი პირველი პირი თუ წამყვანი ფიგურა - მათ ყველას, სწორედ სუხედრევი თარგმნიდა. 

მისი მემუარების თანახმად, ყველაზე რთული გადასათარგმნი ხრუშჩოვის გამოსვლები იყო, რადგან მის სიტყვაში, როგორც წესი,  ბევრი იყო ხალხური გამონათქვამები და რუსული იდიომატური გამოთქმები. 

ვიქტორ სუხოდრევს  უცხოელი ჟურნალისტები ხუმრობით, „საბჭოთა ლიდერების ინგლისურ ხმას“ უწოდებდნენ.


შეგახსენებთ რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იმპერია იყო, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოხლე შეიწირა. მათგან ასეულ ათასობით ქართველის.

0

ავტორი: