ყაჩაღობა ცოტნე დადიანის გამზირზე ყაჩაღობა ცოტნე დადიანის გამზირზე />


  14:50:13     16-05-2014

ყაჩაღობა ცოტნე დადიანის გამზირზე

a29832.jpg

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტფინანსი" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 6 ათასი ევრო.

არსებული ინფორმაციით, შენობაში დაახლოებით ორი საათის წინ შეიარაღებული პირი შევიდა და აფეთქების მუქარით თანხას ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ტერიტორია სამარშრუტო ტაქსით დატოვა. "პრესა.ჯი" "სმარტფინანსთან" დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ორგანიზაციაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ადგილზე კი სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი, კომპანიის თანამშრომლები ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

0

ავტორი: