რიზოტო სოკოთი და ქათმით რიზოტო სოკოთი და ქათმით />


  10:43:06     17-02-2011

რიზოტო სოკოთი და ქათმით

a3638.jpg

მასალა: ბრინჯი – 300 გრამი, ბულიონი – 1,2 – 1,5 ლიტრი, თეთრი, მშრალი ღვინო – 150 მლ. ხახვი – 100 გრამი, ნიორი – 2 თავი, სოკო – 300 გრამი, ქათამი – 300 გრამი, პარმეზანი – 100 გრამი, კარაქი, მზესუმზირის ზეთი, მარილი და პილპილი - გემოვნებით   

 

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, ცეცხლზე მდგარ ქვებში ჩავუშვათ ერთი სუფრის კოვზი კარაქი და მასში მოვხრაკოთ ხახვის ნაწილი და ნიორი, სამი წუთის განმავლობაში. ხახვს დავამატოთ ბრინჯი და 2 წუთი ვშუშოთ. ბრინჯს დავასხათ ღვინო, ჩავამატოთ მარილი და ვხარშოთ, ვიდრე ბრინჯი მზად არ იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ხარშვის დროს სისტემეტურად ვურიოთ. როდესაც ბრინჯი ღვინოს დაიშრობს, დავიწყოთ ცხელი ბულიონის დამატება პატარა პორციებით. ყოველი პორციის დამატებას სჭირდება დაველოდოთ, ვიდრე ბრინჯი შეიშრობს და მხოლოდ ამის შემდეგ დავამატოთ შემდეგი. ახლა მივუბრუნდეთ სოკოს და ქათამს. დარჩენილი ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ მზესუმზირის ზეთში. სოკო არც ისე პატარა ნაჭრებად დავჭრათ და დავამატოთ ხახვს ხრაკვის პროცესში. ქათამიც წვრილად დავჭრათ, დავაყაროთ სოკოს, დავუმატოთ მარილი და შევწვათ 20 წუთის განმავლობაში. მომზადებულ რიზოტოს დავუმატოთ გახეხილი პარმეზანი და ქათამი სოკოთი.  

0

ავტორი: