14:51:21     15-05-2014
ვარკეთილში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
![a29805.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a29805.jpg)
ვარკეთილში გუშინ მომხდარი საზარელი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი 27 წლის სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი ალექსანდრე ცოცხალაშვილი ფინანსურ პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა.
იუსტიციის სამინისტროში სოფო ზურებიანს აქტიურ, თავდაუზოგავ, სიცოცხლით სავსე ადამიანად ახასიათებენ. „იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს სისტემის თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი თანამშრომლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტის, 27 წლის სოფო ზურებიანის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.
სოფო ზურებიანი იყო აქტიური, თავდაუზოგავი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ სოციალურ პროექტში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი. სააგენტოში იგი 2007 წლიდან მუშაობდა.
რასაკვირველია, ეს საზარელი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. ამასთან, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებს სოფოს დაჭრილი ძმა – თემზა ზურებიანი, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებენ ექიმები და ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
რაც შეეხება ცოცხალაშვილის ძალოვან სტრუქტურაში მუშაობას, ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ახლობლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, დაკავებული წლების წინ ფინანსურ პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა. ახლობლების ცნობით, ზურაბიანი მეუღლესთან, ორი თვის დაშორებული იყო და ცოცხალაშვილი შერიგებას სთხოვდა. სოფო კი შერიგების წინააღმდეგი იყო. "სამსახურიდან გუშინ წამოიყვანა ცოცხალაშვილმა.
სახლთან რომ მოიყვანა, შეკამეთება მოხდა. გარეთ გავიდა სოფოს ძმა, რომელსაც ცოცხალაშვილმა ორი ტყვია ესროლა. დაჭრილმა ძმამ სოფოს მოუწოდა გაქცევისკენ. სოფომ სახლის მოპირდაპირე მხარეს, კორპუსის სადარბაზაში ცდილობდა შეღწევას, ეს კი გაეკიდა და რამდენჯერმე ესროლა. “- აცხადებენ ზურაბიანის ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის სოფო ზურებიანს, რომელიც ძმასთან ერთად
ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი
იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. 27 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა. მძიმედაა დაჭრილი მისი ძმაც, რომელსაც პირველ კლინიკურ
საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
0