უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რუსეთი საზღვართან გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების კონკურსს გამართავს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რუსეთი საზღვართან გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების კონკურსს გამართავს />


  13:45:01     15-05-2014

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რუსეთი საზღვართან გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების კონკურსს გამართავს

a29800.jpg

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსეთი საზღვართან გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების კონკურსს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსრუ“ ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით. 

უფრო კონკრეტულად კი, მედია-საშუალების ცნობით, ვითარება ასეთია: უკრაინასთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს, 21 და 26 მაისს, სამხედრო ავიაციის პროფესიული კონკურსი „ავიადარტსი“ გამართოს. სულ, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 71 ეკიპაჟი რუსეთის შეიარაღებული ზალების ყველა შესაბამისი დანაყოფიდან. 

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ რუსული ბომბდამშენები და გამანადგურებლები, აგრეთვე შორეული და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ეკიპაჟები. 

ისინი, მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაუპირისპირდებიან და წარმოსახვით მოწინააღმდეგეს გაუწევენ წინააღმდეგობას. იქნება „მტრის“ ინტენსიური დაბომბვაც. და ეს ყველაფერი მათ შორის, 25 მაისს ანუ იმ დღეს როდესაც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.   

„ნიუსრუ“-ს ინფორმაციით, კონკურსის ორგანიზატორები აქტიურად ემზადებიან ღონისძიებისთვის. მედია-საშუალების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე, შესაბამისი სპეციალისტები „უნიკალურ სამიზნე ვითარებას ქმნიან“ კონკურსის მონაწილეთათვის.  

0

ავტორი: