01:02:13     15-05-2014
სტაფილოს კრემ-სუპი ძირათი და ლურჯი ყველით
ინგრედიენტები:
სტაფილო
4-5 ცალი, საშუალო ზომის
ბულიონი
800 მლ
ხახვი
1
ბეკონი
4 ნაჭერი
ნაღები 10-20%
200 გ
ობიანი ყველი
50 გ
ძირა
1/2 ჩ.კ
მარილი და პილპილი
კარაქი
20 გ
გაასუფთავეთ და დაჭერით სტაფილო რგოლებად, მოშუშეთ კარაქში. დაამატეთ
დაჭრილი ხახვი და კიდევ 5 წუთი შუშეთ.დაამატეთ მარილი, პილპილი და ძირა.
შემდეგ ბულიონი დაასხით და 20 წუთი ხარშეთ.
ცალკე, მშრალ ტაფაზე შეწვით ბეკონის ნაჭრები და შეინახეთ. ხელის ბლენდერის დახმარებით ათქვიფეთ სტაფილოს სუპი, დაამატეთ ნაღები და გაანაწილეთ ღრმა თეფშებზე. ჩაამატეთ ლურჯი (იგივე ობიანი) ყველის პატარა კუბები და დაადეთ ბეკონის ნაჭერი.
0