პეტრიაშვილზე მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს პეტრიაშვილზე მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს />


  14:20:40     14-05-2014

პეტრიაშვილზე მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს

a29767.jpg

პოლიცია მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრაში ეჭვმიტანილს ეძებს. როგორც "პრესა.ჯი"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

"ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ გამოძიება მიმდინარეობს"- აცხადებენ შს სამინისტროში.

პეტრიაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მწერალი მამუკა ხერხეულიძე დღეს დაჭრეს. 

დაჭრილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში გადის მკურნალობას. მას ფეხში სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.

0

ავტორი: