როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი მწვანე ჩაი როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი მწვანე ჩაი />


  00:51:15     14-05-2014

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი მწვანე ჩაი

a29745.jpg

მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ. თუმცა იმისათვის, რომ ჩაისგან სარგებლის მაქსიმუმი მივიღოთ, მისი სწორად შერჩევა უნდა ვიცოდეთ. ითვლება რომ საუკეთესო ჩაი ჩინეთში მოდის, მაგრამ გამყალბებლების მთელი არმია ცდილობს ჩაის მოყვარულებს უხარისხო პროდუქტი შემოგვასაღოს. მაშ, როგორ უნდა ავარჩიოთ ხარისხიანი ჩაი?
უმჯობესია, ჩაი შევიძინოთ სპეციალურ მაღაზიებში, წონით - ეს  მოგვცემს საშუალებას ვნახოთ რას ვყიდულობთ.  ჩაის ფოთლები მსხვილი იყოს, ღია ან საშუალო მწვანე. თუ ფოთლები მუქია ან ყავისფერში გადადის ე.ი. ჩაი ან ძველია, ან არასწორად დამუშავებული.

მოერიდეთ ჩაის ერთჯერად პაკეტებს - მათში ხშირად იმ ნარჩენებს და მტვერს  დებენ, რომელიც ჩაის გადამუშავებისას რჩება.

ჩაისთვის ოპტიმალური ტენიანობა 5-7 %-ია. მაღალ ტენიანობაზე, ჩაის შესაძლოა ობი გაუჩნდეს და გაფუჭდეს, ხოლო დაბალზე მეტისმეტად შრება და ხელით შეხებისას ფოთლები იფშვნიტება. ამრიგად, თუ მაღაზიაში, ჩაის  შესანახ ჭურჭელში ფოთლების მტვერი და ნაფხვენი ბევრია, ე.ი. ჩაი არასწორად ინახება.

ჩაი ჩინეთში გაზაფხულზე იკრიფება. დამუშავებისა და შეფუთვის შემდეგ, ზაფხულში უკვე ბაზრებზე გამოაქვთ. ახალი ჩაის ყიდვისთვის სწორედ ეს დროა საუკეთესო, თუმცა გამოშვებიდან 1 წელი ჩაი ისევ ახლად მიიჩნევა. მეტი დროის გასვლის შემთხვევაში მისი გამოყენება აღარ ღირს, რადგან გამომშრალია და არომატის ნაწილსაც ჰკარგავს.

კარგ ჩაის ნაზი, ბუნებრივი არომატი უნდა ჰქონდეს. თუ მას სუნი არ აქვს, ძლივს იგრძნობა ან სულაც ტექნიკური, არადამახასიათებელი სურნელი აქვს, ესე იგი არასწორად ინახავდნენ. 0

ავტორი: