00:48:51     14-05-2014
მარწყვიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
რძე
1/2 ჭიქა
საფუარი
1 ს.კ
კვერცხი
1
შაქარი
1/4 ჭიქა
კარაქი
60 გ
მარილი
მწიკვი
ფქვილი
2 ჭიქა
მარწყვი
1 ჭიქა, დაჭრილი
მარწყვის ჯემი
1/2 ჭიქა
თბილ რძეში გახსენით საფუარი და 10 წუთი ადროვეთ. შემდეგ დაამატეთ
კვერცხი, გამდნარი კარაქი, შაქარი, ბოლოს ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი
და დადგით სითბოში ასაფუებლად.
დაჭრილ მარწყვს დაამატეთ მარწყვის ჯემიც.
ცომი გააბრტყელეთ მართჯუთხედად, წაუსვით გულსართი, გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით. ჩაალაგეთ ქა ღალდდაფენილ ფორმაში. 15-20 წუთით ხელახლა ამოფუება აცალეთ. შემდეგ კი გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთი.
ზემოდან შეგიძლიათ გამდნარი თეთრი შოკოლადი მოასხათ ან პუდრი მოაყაროთ
0