01:37:07     13-05-2014
კატლეტები ძალიან გემრიელი გულსართით
ინგრედიენტები:
ქათმის ფარში
500 გ
ხახვი
1
ნიორი
2 კბილი
პურის ნაჭერი
კვერცხი
1
მარილი და პილპილი
გულსართისთვის:
ყველი
100-150 გ
მოხარშული კვერცხი
2
დარბილებული კარაქი
2 ს.კ
ოხრახუში და კამა
მოვამზადოთ ფარში, როგორც ჩვეულებრივ ვამზადებთ ხოლმე კატლეტებისთვის.
მოვამზადოთ გულსართიც: გახეხილი ყველი და კვერცხი შევურიოთ, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, კარაქი, რომელიმე სანელებელი (თუ გვსურს).
სველი ხელებით ავიღოთ ფარში, ხელში გავაბრტყელოთ, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და დავადოთ გულსართი. შემდეგ მივცეთ კატლეტის ფორმა. სველი ხელებით ეს ადვილად კეთდება და ხელს არ ეკრობა.
შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან. გამოდის ძალიან ნახი, წვნიანი და გემრიელი კატლეტები.
0