გემრიელი ღვეზელი "ოქროს თევზი" გემრიელი ღვეზელი "ოქროს თევზი" /> "/> " />


  21:19:12     12-05-2014

გემრიელი ღვეზელი "ოქროს თევზი"

a29708.jpg

ინგრედიენტები: მზა ფენოვანი ცომი 500 გ თევზის ფილე 500 გ კარტოფილი 3 კამა 1 კონა მარილი და პილპილი კვერცხი 2
ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ თევზის ტანი (2 ფენა), ფარფლები, კუდი, გვირგვინი.

კარტოფილი მოვხარშოთ მარილწყალში და გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ ერთი კვერცხი.

ცომის ერთ ნაწილზე დავადოთ თევზის ნაჭრები, ზემოდან გავანაწილოთ დაჭრილი კამა, შემდეგ კი პიურე. დაამატეთ მარილი და პილპილიც გემოვნებით.

1 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა გამოიყენეთ ცომის ნაწილების შესაწებებლად, ზემოდანაც, ცილის დახმარებით მიამაგრეთ თევზს ქერცლები. შემდეგ ზემოდან გადაუსვით კვერცხის გული.

გამოაცხეთ 30 წუთი 180-200 გრადუსზე. 0

ავტორი: