17:44:37     12-05-2014
საქართველოს ჟიურის ხმები ევროვიზიამ გააუქმა
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ევროვიზიის კონკურსში საქართველოს ჟიურის ხმები გააუქმა. როგორც EBU-ს ოფიციალურ საიტზეა მითითებული “ევროპის
მაუწყებელთა კავშირს ეჭვი გაუჩნდა, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, მხოლოდ
მაყურებელთა ესემესებით განისაზღვრა საქართველოს ხმები. საქართველოს ჟიურის
25-ვე სიმღერა განლაგებული ჰქონდა ზუსტად ერთი და იმავე წესით, რაც ევროპის
მაუწყებელთა კავშირის წესდების მიხედვით დაუშვებელია.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი განმარტავს, “საქართველოდან გაიგზავნა მხოლოდ ჟიურის ხმები. შედეგი, რომელიც დაიდო ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან ჟიურის ხმების ეს გადანაწილება არ დადებულა.
ესემესებს კი თავად EBU ითვლის. ჩვენ ვენდობით ევროპის მაუწყებელთა კავშირს, თუმცა ვთვლით, რომ როგორც თავად მაუწყებელთა კავშირი აცხადებს, ეს არის ტექნიკური ხარვეზი. შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩვენ გავუგზავნეთ შეკითხვა და მივიღეთ პასუხი, რომ ტექნიკური ხარვეზი მოხდა. ახლა ველოდებით განმარტებას, რატომ მოხდა ჟიურის ხმების გაუქმება”, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.
0