01:34:21     12-05-2014
არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი ჯუდ ლო
უამრავი საპატიო ჯილდოს მფლობელი და ორჯერ წარდგენილი “ოსკარის” ნომინაციებზე, ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული - ჯუდ ლოუ საუკეთესო რეჟისორებმა - ისტვუდმა, მინგელმა, სპილბერგმა, სკორსეზემ გადაიღეს... თამაშობდა უმა თურმანთან, გვინეტ პერლოუსთან, ნიკოლ კიდმანთან და ანჯელინა ჯოლისთან ერთად. მისი ჰონორარი თითო ფილმიდან უკვე 7-ციფრიანია. ძალიან გემოვნებიანი, კარგი იუმორის გრძნობით, რომანტიკული და როგორც ერთხელ სუზან სარანდონი გამოტყდა ”მის კოცნას არაფერი შეედრება”.
მისი 6 წლის ბედნიერი ქორწინება ედი ფროსტთან განქორწინებით დასრულდა, მათ 4 შვილი ჰყავთ, (ფინლი, 17 წლის ფროსტის პირველი ქორწინებიდან; პაფერტი 12 წლის, რუდი 6 წლის და ლამაზი გოგონა აირესი 8 წლის. აირესის ნათლია კეიტ მოსია). ის იდეალური მამაა. განქორწინების შემდეგ ხვდებოდა მსახიობ სიენა მილერს, რომელთან ურთიერთობაც სკანდალით დასრულდა. ლონდონის ცენტრში გეორგიანულ კერძო ბინაში ცხოვრობს. მისი სახლი ძალიან ახლოს არის ყოფილი ცოლის და ბავშვების სახლთან და ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენად ხშირად ნახულობენ ისინი ერთმანეთს.
- მთელი კარიერის განმავლობაში, არაერთი ინტერვიუ მიგიციათ, არის ისეთი კითხვა, რომელიც გინდოდათ, რომ დაესვათ და არ დაგისვეს?
- არ ვიცი, ძალიან ძნელი სათქმელია. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. როდესაც კითხვას მისვამენ, ვპასუხობ იმას, რასაც იმ წუთს ვფიქრობ. ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ვხვდები, ვმონაწილეობ ერთდროულად რამდენიმე მსხვილ პროექტში, დღითიდღე ახალ გამოცდილებას ვიღებ და ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ, ჟურნალისტები ამას ვერ ითვალისწინებენ, მისვამენ იმავე კითხვებს მეორე წელს და საკმარისია, სხვანაირად ვუპასუხო, მეკითხებიან ”შარშან თქვენ ამბობდით...”
- და მაინც, თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობთ, რომ ყოველთვის კარგ გარემოცვაში იყავით, ეს ახლაც ასეა?
-
კი, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მე ყოველთვის მიმართლებდა. მე მიყვარს სწავლა
და ისე გამოვიდა, რომ ყოველთვის ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა,
ზოგჯერ ამა თუ იმ პროექტში, მონაწილეობაზე ვთანხმდები, მხოლოდ იმიტომ, რომ
იქ საშუალება მეძლევა ვიმუშავო ძლიერ მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად,
ეს არაჩვეულებრივი პრაქტიკაა. მაგალითად ”ავიატორში” მე რამდენიმე წუთიანი
როლი მაქვს, 1 კვირა დასჭირდა კადრის გადაღებას, მაგრამ გადაღებები
სკორსეზესთან, დიკაპრიოსთან და პელტროუსთან ერთად გავატარე.
- რა გასწავლათ ვონგ კარ-ვაიმ ფილმ ”ჩემი იასამნისფერი ღამეების” გადაღებების დროს?
-
ოოო, ეს ძალზედ უჩვეულო გამოცდილება იყო, (ჯუდი წამიერად გაჩუმდა, როგორც
ჩანს სიტყვებს ეძებს) კარ-ვაი მხატვარივით არის, მსახიობები, მისთვის
საღებავები არიან, რომელთა არევითაც და შერწყმითაც წერს თავის სურათს,
ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ჩანაფიქრი, მხოლოდ მან იცის. იმ სცენარიდან,
რომელიც გადაღებების დაწყებამდე მომცეს, ალბათ მხოლოდ რამდენიმე ფრაზა თუ
დარჩა.
- თქვენს ბოლო ფილმში - ”გამომძიებელი” თქვენ იყავით მსახიობიც და პროდიუსერიც, როგორ იგრძენით თავი ამ ამპლუაში?
-
იცით, მე ძალიან მომეწონა, ეს აზარტია. პოულობ და ერთად უყრი თავს
გენიებს, ცდილობ, მოხიბლო ისინი ერთი იდეით, ჩანაფიქრით. მე სიხარულით
კინაღამ შევიშალე, როდესაც გაროლდ პინტერი, ნობელის პრემიის ლაურიატი,
დამთანხმდა ენტონი შიფერის სცენარის ადაპტირებაზე. პინტერის გამო ადვილად
დავითანხმე მაიკლ კეინი, რომელმაც 1972 წელს უკვე ითამაშა ამ ფილმში.
შემდეგ მე გავიცანი რეჟისორი კენეტ ბრანი, რომელიც მაშინვე აენთო ამ იდეით
და რაღათქმაუნდა დამთანხმდა ფილმის ადაპტირებული ვერსიის გადაღებაზე. მე
ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ ამ ხალხის, მათი დამსახურებაა, რომ
მე ვივარგე როგორც პროდიუსერმა.
- რა იქნება შემდეგი, რეჟისორობას ხომ არ აპირებთ და თუ აპირებთ რაზე იქნებოდა თქვენი ფილმი?
-
ძალიან მინდა, უფრო მეტიც, კონკრეტული იდეა მაქვს. ეხლა მხოლოდ იმას
გეტყვით, რომ ფილმი დაკავშირებული იქნება ოპერასთან, მუშაობა უკვე
დაწყებული მაქვს. (ის გადაწვა და მიეყრდნო სავარძლის ზურგს, თითი მიიდო
ტუჩთან და ოდნავი პაუზის შემდეგ განაგრძო ) იცით, მე ამ ეტაპზე ბანალურად
ვტკბები ცხოვრებით, მშვიდი ვარ. 35 წლის უზრუნველყოფილი, მიყვარს ჩემი
სამუშაო, რეგულარულად მაქვს საკმაოდ საინტერესო წინადადებები, შვილები
მახარებენ, ეს საუკეთესოა რაც მე მაქვს. ახალი ოჯახის შექმნას არ ვაპირებ.
ეხლა უკვე შემიძლია მოვდუნდე, ბოლოს და ბოლოს ხალხი მიხვდა, რომ მეც
ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ, ყოველგვარი
იდეალიზმის მოლოდინის გარეშე.
- პერფექციონისტი ხართ?
-
არა, რატომ?, მე ალბათ ევოლუციონისტი ვარ, ეტაპობრივად ვვითარდები,
ზედმეტს ვიშორებ, ძვირფასს ვუფრთხილდები და კიდევ უფრო ვხვეწავ, თუმცაღა,
თავს შეცდომის უფლებას ვაძლევ, თუ მართალი არ აღმოვჩნდები, ამას თავისუფლად
ვაღიარებ. მე უკვე დიდი ხანია 20 წლის არ ვარ და ”გამარჯვება ნებისმიერ
ფასად” და ”მიზანი ამართლებს ხერხს” - დიდი ხანია ჩემი სტილი აღარ არის.
- როგორც გავიგე, ინგლისის ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის გულშემატკივარი ხართ, თვითონ თუ თამაშობთ?
- კი (იცინის), ფეხბურთსაც და ჩოგბურთსაც ოღონდ ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე.
- რამდენად გიყვართ ”შოპინგი” და ადევნებთ თუ არა მოდას თვალს?
-
მე ძალიან მშვიდად ვუდგები ამ საკითხს, დროს და ნერვებს ნამდვილად არ
ვხარჯავ იმაზე, თუ რა არის მოდაში უკანასკნელ კვირას, თუმცაღა ”შოპინგი”
მიყვარს და ხშირადაც დავდივარ მაღაზიებში. ტანსაცმელი უკვე იმდენია, რომ
სახლში აღარ ეტევა (იცინის), ხშირად მიფიქრია მოვკიდო ხელი ყველაფერს და
გადავყარო ან ვინმეს ვაჩუქო. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვითმენ, რომ არ
ვიყიდო ახალი სამოსი, ძალიან მიყვარს სამოსის შერჩევა ჩემი შვილის,
აირისისთვის, ის ”პრინცესაა”, მისი გამოპრანჭვა ჩემთვის წარმოუდგენელი
სიამოვნებაა.
- როგორც ვიცი, ფილმში
”Repossesion Mambo”, რომელიც ეკრანებზე 2009 წელს უნდა გამოვიდეს, შენთან
ერთად შენი უფროსი ვაჟი, რაფერტი თამაშობს...
- კი, ჩვენ ბიჭს
ვეძებდით, რომელიც ჩემი მსგავსი იქნებოდა, ის ჩემსავე გმირს თამაშობს,
ოღონდ პატარა ასაკში. რაფერტისაც აინტერესებს, როგორ გამოუვა ეს როლი. ჩვენ
მთელი კვირა ვიმუშავეთ ერთად კანადაში გადასაღებ მოედანზე, ვფიქრობ, რომ
მას მუსიკა უფრო აინტერესებს და არ მგონია, მომავალში მსახიობობა
მოინდომოს.
- შემოდგომიდან მარტინის სახე ხდებით, როგორ გირჩევნიათ, მიირთვათ მარტინი?
- ახლა ზაფხულია, სიცხეში მარტინი მაღალ ჭიქაში და ბევრი ყინულით მსიამოვნებს.
წყარო: elle.ru
თარგმანი: eva.ge
0