როგორ მოვამზადოთ შოკოლადი სახლში როგორ მოვამზადოთ შოკოლადი სახლში />


  01:30:59     12-05-2014

როგორ მოვამზადოთ შოკოლადი სახლში

a29673.jpg

გთავაზობთ შოკოლადის რეცეპტს, რომელიც ხელმისაწვდომი პროდუქტებით კეთდება და ძალიან გემრიელია. რა თქმა უნდა , ის განსხვავდება ნაყიდი ან  პროფესიონალი შოკოლატიეს მიერ მომზადებულისგან, მაგრამ მაინც გემრიელი გამოდის. ინგრედიენტები: შავი შოკოლადისთვის: კაკაო 100 გ კარაქი 50 გ წყალი 2 ს.კ რძიანი შოკოლადი დანამატებით: კაკაო 5 ს.კ რძის ფხვნილი 2ჭ რძე 125 მლ კარაქი 125 გ შაქარი 4-5 ს.კ ჩირეული, ქიშმიში 2-3 ს.კ
შავი შოკოლადისთვის: შეურიეთ კაკაო და წყალი. გაათბეთ დაბალ ცეცხლზე. ჩაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. მასა გადაანაწილეთ სილიკონის სპეციალურ ფორმებში, ან დიდ პლასტიკის ყუთში და მაცივარში გააციეთ.

დანამატებიანი შოკოლადისთვის: რძე მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავამატოთ კარაქი და გავადნოთ. მშრალი კომპონენტები ერთმანეთში ავურიოთ და გამუდმებული მორევით შევურიოთ რძეს. დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადმოვიღოთ და ჩავამატოთ სასურველი ჩირეული, თხილი. ჩავასხათ შესაფერის ჭურჭელში მაქსიმუმ 1 სმ სისქეზე. გავაციოთ მაცივარში.

0

ავტორი: