11:02:06     16-02-2011
ბრაიან ადამსს ინდოეთში არ გაუმართლა
კანადელი მუსიკოსის, ბრაიან ადამსის კონცერტი, რომელიც დელიში გუშინ უნდა გამართულიყო, უკანასკნელ მომენტში გადაიდო. მიზეზი პოლიციის მოთხოვნა გახდა, რომელთაც ჩათვალეს, რომ შოუს უსაფრთხოება, სადაც ზედმეტად ბევრი ბილეთები გაიყიდა და, შესაბამისად, მსმენელის სოლიდური რაოდენობა გამოცხადდა, სათანადოდ ვერ იქნებოდა დაცული.
ადამსი ინდოეთში სამხრეთაზიური ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. მას კონცერტები ინდოეთის ხუთ ქალაქში აქვს დაგეგმილი. ჩაშლილი კონცერტის დაწყებამდე, ინდოეთის დედაქალაქში წვიმაც წამოვიდა, რაც იქაურობისათვის ფრიად უცხოა, რადგან ზამთარი ამ ტერიტორიაზე ყოველთვის მშრალია. მოკლედ, ადამსს ბუნებამაც უღალატა.
მათ ვინც უკვე იყიდა ბილეთები, ორგანიზატორებმა შესთავაზეს, რომ დაელოდონ კონცერტის ახალი თარიღის გამოცხადებას, ან დააბრუნონ ბილეთები უკან.
ცნობილია, რომ ინდოეთის ხელისუფლებას ხალხმრავალ ადგილებში არეულობების ძალიან ეშინია. ასეთ დროს ქვეყნის ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იღუპება. მსგავსი ინცინდენტები ინდოეთში ძალიან მოხშირდა. ამიტომ ქვეყნის დედაქალაქის პოლიციის გადაწყვეტილება მომღერალს და მის მენეჯრებს ოფიციალურად არ გაუპროტესტებიათ და სხვა ქალაქში ჩასატარებელი კონცერტისათვის მშვიდად ემზადებიან.
0