მსუბუქი სალათა მსუბუქი სალათა />


  00:36:01     10-05-2014

მსუბუქი სალათა

a29656.jpg

ინგრედიენტები: ქათმის ფილე (ან საქონლის უცხიმო ხორცი) 200 გ სალათის ფოთლები 1 კონა მოხარშული კვერცხი 2 ოხრახუში 1 კონა ხახვი 1/2 თავი ტკბილი წიწაკა, წითელი 1 ზეითუნის ზეთი 3 ს.კ ლიმონის წვენი 1/2 მარილი და პილპილი
ქათმის ფილე მოვხარშოთ, შევაგრილოთ და წვრილად დავჭრათ.

სალათის ფურცლები გავრეცხოთ, დავწრიტოთ და ხელით დავფლითოთ (რამდენიმე ფოთოლი გადავინახოთ სალათის გასაფორმებლად).

ხახვი თხელ რგოლებად, წიწაკა კი – ნახევარ რგოლებად დავჭრათ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავფცქვნათ და ოთხად გავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ.

ცალკე თასში ერთმანეთში ავურიოთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. დაჭრილი ხორცი და ბოსტნეული ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. განიერ თეფშზე დავაფინოთ სალათის რამდენიმე ფურცელი, ზედ გადავიტანოთ სალათა, მოვასხათ ზეთისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სოუსი, მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრასთან.

რჩევა: ამ სალათის შეზავება მაიონეზითაც შეგიძლიათ.

0

ავტორი: