15:59:32     09-05-2014
პუტინი მის მიერ მიტაცებულ ყირიმში ჩავიდა
მოსკოვში, წითელ მოედანზე, აღლუმის ჩაბარების შემდეგ, პუტინი სევასტოპოლში ჩაფრინდა.
აქ, შავი ზღვის ფლოტის ხომალდებისა და რუსული ავიაციის ერთობლივი აღლუმია დაგეგმილი. იტარ-ტასის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სევასტოპოლში გამართული აღლუმების ისტორიაში პირველად, აღლუმის მიმდინარეობისას, ჰაერში ერთდროულად 70 ერთეული საჰაერო ტექნიკა აფრინდება.
„პრეზიდენტის თვითმფრინავი უკვე ჩაფრინდა „ბელბეკის“ აეროდრომზე. აქედან, პუტინი სევასტოპოლისკენ გაემართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონიძიებებში“, - განუცხადა პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
დღის მეორე ნახევარში დაიწყება საზეიმო აღლუმის საჰაერო და საზღვაო ნაწილი. იგეგმება პირდაპირი ტრანსლაცია.
პუტინის სევასტოპოლში ვიზიტთან დაკავშირებით, ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა განცხადება უკვე გააკეთეს. მათი თქმით, „პუტინის ყირიმში ჩასვლა ოფიციალური კიევის მიერ აღქმული იქნება როგორც უცხო ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“.
ამ ფაქტს შეფასება მისცა პრემიერმა იაცენიუკმაც. - ეს, პროვოკაციის მიზნით კეთდება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
0