ოკუპანტებმა საჩხერიდან კიდევ 8 ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა საჩხერიდან კიდევ 8 ადამიანი გაიტაცეს />


  12:14:21     09-05-2014

ოკუპანტებმა საჩხერიდან კიდევ 8 ადამიანი გაიტაცეს

a29642.jpg

რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეების მასობრივ გატაცებას აგრძელებენ. რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან კიდევ რვა ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე ადასტურებს. 

"ჯერ იმ 10 გატაცებულის ბედიც არ გარკვეულა და კიდევ 8 ადამიანია გატაცებული. ალბათ  მათი სასამართლო პროცესი ცხინვალში გაიმართება და შემდეგ გაირკვევა გატაცებულების ბედი", - ინგა ზამბახიძის ამ ციტატას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, "პრესა.ჯი"-სთან საუბრისას აცხადებს რომ გატაცებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

"პირველ რიგში მსგავს საკითხებზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ფაქტის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას", - განუცხადა "პრესა.ჯი"-ს პაატა ზაქარეიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, საჩხერის რაიონიდან ჯამში 20-მდე ადგილობრივია გატაცებული. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. 

რუსი ოკუპანტები კი, საქართველოს მოქალაქეების ტერორს წარმატებით და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახორციელებენ...

0

ავტორი: