10:54:43     16-02-2011
ყველაზე ნეიტრალური ქვეყანა ტანკებს ყიდის
შვეიცარიამ კანადას 12 საბრძოლო ტანკი “Leopard 2” (PZ 87 Leo) მიჰყიდა. ამის შესახებ “DefPro” იუწყება. გარიგების ფასი არ ხმაურდება. ჯავშანტექნიკის გაცემა განხორციელდება შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც ბოლო დროს შეიარაღებულ ძალებში გარკვეული ტიპის რეფორმებს ახორციელებს და ზოგიერთი დასახელების შეიარაღება “ჩამოწერა.” ანუ ტანკების გაყიდვა სამხედრო ტექნიკის უტილიზაციის პროგრამის ჩარჩოებში მიმდინარეობს, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია.
ყველა ტანკს თანამედროვე საშუალებებით უზრუნველყოფენ. საბრძოლო მანქანები კანადაში სრულად დაკომპლექტებული გადაიგზავნება. მათში უკვე მთლიანად არის დამონტაჟებული შეიარაღება და რადიოკავშირის სისტემები. შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შესახებ, ნებისმიერი შეთანხმება ეკონომიკური ურთიერთობის სახელმწიფო სამდივნოს მიერ უნდა იქნას მოწონებული.
ამ დროისათვის, შვეიცარიის შეიარაღებაში შედის 380 ტანკი PZ 87 (Leopard 2A4). 35 ტანკი, სრული აღჭურვილობით, გერმანიისაგან შეისყიდეს, ხოლო დანარჩენი, შვეიცარიის ტერიტორიაზეა წარმოებული.
0