ვაკეში 21 წლის ბიჭი დაჭრეს, პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს ვაკეში 21 წლის ბიჭი დაჭრეს, პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს />


  11:19:25     09-05-2014

ვაკეში 21 წლის ბიჭი დაჭრეს, პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს

a29639.jpg

ხმაურიანი გარჩევა თბილისის ცენტრში . გუშინ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით 21 წლის მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაჭრაში ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

"მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს",- აცხადებენ შს სამინისტროში. 

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობას, დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მას ჭრილობა მარჯვენა მხარში აქვს მიყენებული. ექიმების ცნობით, დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. 0

ავტორი: